
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
30/05/2024 13:11:52 ეკონომიკა
30 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7968 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0259 ლარი გახდა.
- 16 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესარბილებლად 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.
- 28 მაისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი კვლავ გამოიტანა გასაყიდად, საიდანაც ბაზარზე 48.7 მილიონი გაიყიდა.