Accentnews.ge
აშშ-ში გაიხნა ქარხანა, რომელიც უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვებს გამოუშვებს

აშშ-ში გაიხნა ქარხანა, რომელიც უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვებს გამოუშვებს

30/05/2024 13:45:30 მსოფლიო

ტექსასში, ქალაქ დალასის მახლობლად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საარტილერიო ჭურვების ახალი საწარმო, რომლის პროდუქციაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი,- ityobineba New York Times.

rogorc iuwyebian, ქარხანა ყოფილი სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე მოეწყო და ადგილზე 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვების წარმოებას გეგმავენ.

მოელიან, რომ ქარხანა თვეში დაახლოებით 30 ათასი ჭურვის გამოშვებას შეძლებს. ქარხნის მშენებლობა 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2022-2023 წლებში უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებული ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ქარხნის მმართველი შეიარაღების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია General Dynamics იქნება, თუმცა თავად საწარმოს მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S