
მედია: ზელენსკი და ბაიდენი უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელის მოწერას აპირებენ
30/05/2024 17:49:39 მსოფლიო
დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრის ფარგლებში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს, – იუწყება The Financial Times.
მისი ცნობით, ორმხრივ ხელშეკრულებას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის მიერ ხელი მოეწერება გლობალური მშვიდობის სამიტის წინ, რომელიც 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. როგორც გამოცემა იტყობინება, შეთანხმების მიზანი კი უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვაა.
ცნობისთვის: ზელენსკი იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმებები მომდევნო წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა იქნება, ვიდრე ქვეყანა NATO-ს წევრი გახდება.