Accentnews.ge
გერმანია უკრაინას დამატებით 500 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დამატებით 500 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

30/05/2024 19:33:23 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ქალაქ ოდესაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს რაკეტების დიდ რაოდენობას, რომლებიც განკუთვნილია საშუალო რადიუსის IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, და უფრო ნაკლები რაოდენობით მოკლე რადიუსის SLS-ის ტიპის რაკეტებს.

პაკეტი ასევე ითვალისწინებს დრონებს დაზვერვისთვის და ბრძოლისთვის და სათადარიგო ნაწილებს გერმანიის მიერ მიწოდებული საარტილერიო სისტემებისთვის და Leopard-ის ტიპის ტანკებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S