
მედია: ალთაის რესპუბლიკაში "პუტინის აგარაკი" იწვის
30/05/2024 20:21:10 მსოფლიო
ალთაის რესპუბლიკის ონგუდაის რაიონში იწვის სანატორიუმის კომპლექსის "Алтайское подворье" ერთ-ერთი შენობა, რომელსაც "პუტინის აგარაკი" ჰქვია, – იუწყება "Сирена".
რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია და არის თუ არა მსხვერპლი უცნობია.
შენობა, რომელიც იწვის, სანატორიუმის კომპლექსის ის ნაწილია, რომელიც "გაზპრომს" ეკუთვნის.
რიგითი მოქალაქეებისთვის სანატორიუმში მოხვედრა შეუძლებელია. როგორც დაცვამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის "სპეციალურად დაცული დაწესებულება სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის".
სანატორიუმის კომპლექსი მოიცავს სპეციალურ მარალის (დიდი ციმბირული ირემი) ფერმას ტყის შემოღობილი ტერიტორიებით. 2022 წელს „პროექტმა“ დაწერა, რომ ირმის რქის ექსტრაქტი გამოიყენება აბაზანებისთვის, რადგან ითვლება, რომ მას აქვს სამკურნალო ეფექტი. "პროექტის" ცნობით, პუტინი ასეთ აბაზანებს იღებს.