Accentnews.ge
რუსეთის კრასნოდარის მხარეზე 5 გემსაწინააღმდეგო რაკეტითა და 29 დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იწვის ნავთობის ბაზა

რუსეთის კრასნოდარის მხარეზე 5 გემსაწინააღმდეგო რაკეტითა და 29 დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან, იწვის ნავთობის ბაზა

31/05/2024 06:17:33 მსოფლიო

რუსეთის კრასნოდარის მხარეზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან. კერძოდ, რეგიონის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, აფეთქებები იყო ქალაქებში – ნოვოროსიისკსა და ტემრიუკში.

31 მაისს გამთენიისას კონდრატიევმა ტელეგრამ–არხზე გაავრცელა ცნობა, რომ დარტყმა იყო ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა სამ ცისტერნას და არიან დაშავებულებიც.

რაც შეეხება ქალაქ ნოვოროსიისკს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ კონდრატიევის თანახმად, დრონებით შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

31 მაისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებით კრასნოდარის მხარის თავზე „გაანადგურეს" და „გზად დაიჭირეს" "29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი გემსაწინააღმდეგო რაკეტა".

უკრაინას კრასნოდარის მხარეზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან მოსაზღვრე კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინა დრონებით ხშირად უტევს ნავთობის ბაზებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სამხედრო ობიექტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S