
არც ჰოლანდიაა წინააღმდეგი უკრაინის მიერ F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების
31/05/2024 08:58:08 მსოფლიო
ნიდერლანდები არ იქნება წინააღმდეგი, მომავალში უკრაინის მიერ F-16 მოიერიშე თვითმფრინავების, როგორც თავდაცვის საშუალების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების,–ამის შესახებ ჰოლანდიური დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჰანკე ბრუინს-სლოტმა განაცხადა.
„თუ გაქვს თავდაცვის უფლება, არ არსებობს იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები... ეს არის ზოგადი პრინციპი“, - თქვა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომლის ქვეყანაც დანიასთან და ბელგიასთან ერთად ხელმძღვანელობს "F-16–ის კოალიციას" უკრაინისთვის.
ბრუინს-სლოტმა თქვა, რომ უკრაინას დასავლური ავიაციის რუსეთის ტერიტორიის თავზე გამოყენების უფლებას აძლევს გაეროს წესდების 51-ე მუხლი, რომელიც საუბრობს თავდაცვის უფლებაზე.
ამჟამად უკრაინელი პილოტებისა და სახმელეთო ტექნიკური პერსონალის მომზადება მიმდინარეობს. როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, მოსალოდნელია, რომ პირველი F-16-ები უკრაინაში ამ ზაფხულს ჩავა.
დანია ასევე არ არის წინააღმდეგი F-16 გამანადგურებლების გამოყენებისა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნების განადგურებისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა 30 მაისს პრაღაში განაცხადა.
იმავდროულად, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ F-16 მებრძოლები, რომლებსაც მისი ქვეყანა გადასცემს კიევს, შეეძლება გამოიყენებულ იქნას ექსკლუზიურად უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე.