Accentnews.ge
სტოლტენბერგი –  რუსეთის მიერ ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში საზღვაო საზღვრების შესაძლო შეცვლაზე: "ეს მიუღებელია და არ უნდა მოხდეს"

სტოლტენბერგი –  რუსეთის მიერ ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში საზღვაო საზღვრების შესაძლო შეცვლაზე: "ეს მიუღებელია და არ უნდა მოხდეს"

31/05/2024 09:27:19 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმციას, რომლის თანახმად, "რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ცალმხრივად შეცვალოს ქვეყნის საზღვაო საზღვრები ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში".

როგორც სტოლტენბერგმა პრაღაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, "ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელია".

"საზღვრების ცალმხრივი ცვლილება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რუსეთმა ხელი მოაწერა კონვენციას საზღვაო სამართლის შესახებ და რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ რუსეთი სრულად შეასრულებს საერთაშორისო კანონს, მათ შორის, როცა საქმე ეხება საზღვაო საზღვრებს. ასე რომ, ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება ან საზღვრების შეცვლის მცდელობა მიუღებელია და არ უნდა მოხდეს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე, The Moscow Times წერდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ცალმხრივად შეცვალოს ქვეყნის საზღვაო საზღვრები ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში და რომ ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტში, რომელიც სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით ინფორმაცია პორტალიდან გაქრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S