
ზელენსკი: აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს დასავლური იარაღი, ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, მაგრამ ვერ სწვდებოდე, გვერწმუნეთ, უნდა ვუპასუხოთ!
31/05/2024 10:04:29 ციტატა
"ვფიქრობ, აბსოლუტურად ალოგიკურია, გქონდეს [დასავლური] იარაღი და ხედავდე მკვლელებს, ტერორისტებს, რომლებიც გვხოცავენ რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, ზოგჯერ ისინი უბრალოდ იცინიან ამ სიტუაციაზე. ეს ჰგავს სანადიროდ წასვლას. ხალხზე ნადირობას. მათ ესმით, რომ ჩვენ მათ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვწვდებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე თემაზე: რატომ მიიჩნევს საჭიროდ სტოლტენბერგი, უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების გადახედვას.