Accentnews.ge
სენაკის მერია: ვეტერან სენაკელ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დავაფინანსებთ

სენაკის მერია: ვეტერან სენაკელ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დავაფინანსებთ

31/05/2024 11:47:47 რეგიონები, რეკლამა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებულ მწვრთნელ-მასწავლებელს, ვეტერან სპორტსმენს, ელგუჯა გვასალიას შეხვდნენ და ევროპის თასზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს.

სენაკის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ქალაქ თბილისში გამართულ ტურნირზე, ელგუჯა გვასალია, ევროპის თასის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სენაკელი ფალავანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 6 ივნისს, ბოსნიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. ვეტერან სპორტსმენს, ელგუჯა გვასალიას, ძიუდოში ასევე არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო და ევროპის ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში. წარმატებები, სენაკელ ფალავანს, ელგუჯა გვასალიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S