Accentnews.ge
საქართველო სამოგზაურო დაზღვევას 2026 წლამდე არ მოითხოვს

საქართველო სამოგზაურო დაზღვევას 2026 წლამდე არ მოითხოვს

31/05/2024 12:27:25 საზოგადოება

საქართველოში ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ქონის ვალდებულება გადავადდება 2026 წლის 1 იანვრამდე,– განმარტავენ ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმებოდა. აღნიშნული თარიღი იყო პირობითი და ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა,– წერს Business Insider.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S