
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ქერჩის ხიდზე "ყველაზე მასიური თავდასხმის" შესახებ განაცხადა
31/05/2024 12:49:55 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ 30 მაისის ღამეს ყირიმს 10 ATACMS რაკეტით დაესხნენ თავს. მის სიტყვებს კრემლის პროპაგანდისტული მედია ციტირებს.
მისი თქმით, ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა ქერჩის ხიდზე, რომელიც აკავშირებს ნახევარკუნძულს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასთან.
ბელუსოვი ირწმუნება, რომ ყველა რაკეტა ჩამოაგდო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ.
აღსანიშნავია, რომ ბელუსოვის სიტყვები ეწინააღმდეგება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებებს თავდასხმის დღეს. უკრაინელმა სამხედროებმა მაშინ გამოაცხადეს ATACMS თავდასხმა ქერჩის საბორნე გადასასვლელზე და არა ხიდზე. ორი ბორანი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა. გენშტაბის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ჩაიხერგა და დაბლოკა ქერჩის ფუქნციონირება.
ტელეგრამ–არხი ASTRA წერდა, რომ თავდასხმის დროს დაზიანდა Conroe Trader და Avangard ბორნები. მისი ცნობით, ერთზე ერთი პირი დაშავდა, მეორეზე – ოთხი. რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი ყირიმის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ნიკოლაი ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დაზიანდა ორი ბორანი, მაგრამ არ დააკონკრეტა მათი სახელები და განაცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა მეზღვაურებსა და სამოქალაქო პირებს შორის.