
სტოლტენბერგი: პუტინს სურდა, NATO-ს მოკავშირეების შეკავება უკრაინის მხარდაჭერისგან, მაგრამ ვერ შეგვაკავებს
31/05/2024 13:33:27 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურდა, NATO-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის მხარდაჭერა არ გაეწიათ. ამის შესახებ მან პრაღაში გამართული ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პუტინს სურდა, NATO-ს მოკავშირეების შეკავება უკრაინის მხარდაჭერისგან, მაგრამ ვერ შეგვაკავებს. რუსეთმა დაიწყო შეტევა. ესკალაცია რუსეთიდან მოდის. რუსეთმა ახლახან, ხარკოვის რეგიონში ახალი ფრონტის გახსნა და უკრაინის მოქალაქეებზე ახალი თავდასხმების ტალღები განახორციელა. ომის ბუნებიდან გამომდინარე იზრდებოდა ჩვენი მხარდაჭერა და ის განაგრძობს განვითარებას. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოკავშირეები უკრაინას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.