
უკრაინა ადასტურებს ნებართვას, ამერიკული იარაღით დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე
31/05/2024 13:55:54 მსოფლიო
აშშ-ისგან უკრაინამ 31 მაისს მიიღო სიგნალი, რომ რუსეთისგან თავის დასაცავად, მისსავე ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით იერიშის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამერიკული მხრისგან გამოგზავნილი ეს მესიჯი ამ დილით (31 მაისი. რედ.) ჩემი სამხედროებისგან მივიღე. ამის შესახებ დეტალებს ვერ გეტყვით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აშშ-ის გადაწყვეტილებას მოწოდებული იარაღის გამოყენების თაობაზე „წინგადადგმული ნაბიჯი" უწოდა უკრაინისთვის, რომელიც მას "სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს".
30 მაისს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.