გერმანიის საგარეო: პეტერ ფიშერმა ჩვენი პოზიცია გამოხატა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

31-05-2024 18:06:59 პოლიტიკა

"პეტერ ფიშერმა ჩვენი პოზიცია გამოხატა, მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს", - ასე პასუხობენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცადებებთან დაკავშირებით.

"ქართველ ხალხს სურს მომავალი ევროკავშირში და მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. თუმცა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ამ გზას გადაუხვია. ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გაკეთებული განცხადება არის ძალიან მკაფიო: კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაიწვიონ. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც საქართველოში ჩვენმა ელჩმაც გამოხატა. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება მის დავალებას გაუწიოს მონიტორინგი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და ინტერაქცია ჰქონდეს ქართულ მედიასა და ქართულ საზოგადოებასთან გერმანიის მთავრობის პოზიციის ასახსნელად და გამოსახატავად", - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში "ფორმულასთან".

მანამდე გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ "აგენტების კანონის" პირობებში მოლაპარაკებები არ გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ევროატლანტიკურ გზას.

პრემიერ–მინისტრმა "ანტიქართულ" განცხადებაში დაადანაშაულა ელჩი და თქვა, რომ გერმანია "საქართველოსნაირ ქვეყანაში" "ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები