
საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით ჩეჩენი დააკავეს
31/05/2024 17:43:39 მსოფლიო
საფრანგეთში შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნეთის 18 წლის მკვიდრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადაზე დროს ტერაქტის მომზადებაში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჩატარებული მატჩების დროს თავდასხმას "ჟოფრა-გიშარდის" სტადიონზე ამზადებდა.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი “აქტიურად ემზადებოდა თავდასხმისთვის" როგორც მაყურებელზე, ასევე პოლიციაზე", რის შედეგადაც “მოწამებრივად დაასრულებდა სიცოცხლეს.”
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სახლში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს "დანაშაულებრივი ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში, ადამიანის სიცოცხლისათვის საზიანო დანაშაულის მომზადებაში". თავად დაკავებული უარყოფს ბრალდებას.
პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.