Accentnews.ge
თურქეთი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის იარაღით მიწოდებას

თურქეთი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის იარაღით მიწოდებას

31/05/2024 19:01:29 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარას არ სურს ნატოს „მონაწილეობა“ უკრაინის ომში, მაგრამ მხარს უჭერს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ამის შესახებ მან 31 მაისს პრაღაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წერს AFP.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას და უკრაინის უნარს რუსეთის შეკავებაში".

"მაგრამ ჩვენ არ გვინდა ნატოს მონაწილეობა ამ ომში. ჩვენ გვჯერა, რომ უნდა იყოს ბალანსი ამ ორ საკითხს შორის, როგორც წევრი ქვეყნების, ასევე ნატოს მხრიდან", - დასძინა ფიდანმა და გააფრთხილა, რომ კონფლიქტი შეიძლება გავრცელდეს რეგიონში და გამოიწვიოს უარესი კრიზისები.

მანამდე ნატო–ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ უკრაინას არ უწესებენ შეზღუდვებს, მათ მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმისთვუს, ვინაიდან უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S