
ირაკლი ღარიბაშვილი: "ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა"
02/06/2024 15:17:55 ციტატა
„ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა, არ გამოჩენაზე. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არსებობს სახელმწიფო პროტოკოლი, ამიტომ ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც გამოჩენა არ მეკუთვნოდა", –ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას რატომ არ ჩანდა საჯაროდ ბოლო პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა (26 მაისს) დამოუკიდებლობის დღისადმი, ასევე (31 მაისს) პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.