Accentnews.ge
მერია: ადიგენში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა

მერია: ადიგენში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა

02/06/2024 15:35:58 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მერიის ცნობით, 1 ივნისს დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება იყო.

მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო ატრაქციონები პატარებს უფასოდ ემსახურებოდა. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები და სახეზე ხატვის კუთხე. პარკში მყოფ პატარებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საჩუქრად ნაყინები და ტკბილეული გადაეცათ, ხოლო მათ განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

"საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, პარკში მყოფი სტუმრების წინაშე სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს. ღონისძიება ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ლაღ ბავშვობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებს!",, – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S