Accentnews.ge
"დროა": ჩვენს წევრს, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა თავს

"დროა": ჩვენს წევრს, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა თავს

03/06/2024 06:12:32 საზოგადოება

"დროას" ინფორმაციით, პარტიის წევრს – მარიამ სიჭინავას, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან, ზუგდიდში თავს დაესხნენ.

"2 ივნისს, ქართული ოცნების დაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია დროას წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა." - წერს დროა.

Facebook-ზე სიჭინავა წერს, რომ მასზე თავდამსხმელი თამარ წურწუმიაა.

"დღეს ჩემს შვილთან ერთად მოვედი სტუმრად მეგობართან (გამსახურდიას ქუჩაზე) და თავს დამესხა თამაზ წურწუმია, ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით. სამწუხაროდ ტელეფონი მქონდა დამჯდარი და ვერ გადავიღე." - წერს მარიამ სიჭინავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S