
რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
03/06/2024 07:08:28 მსოფლიო
ხარკოვის ოლქში, ჩუგუივის რაიონის, ზმიევსკაიას თემზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"შუაღამის შემდეგ ოკუპანტებმა მასიური სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ზმიევსკაიას თემზე - სულ მცირე, ხუთი", - განაცხადა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, თავდასხმა მოხდა დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.