
მერია: სენაკის მერი სკურიას უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
03/06/2024 12:02:46 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქად, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, 474 გრძ.მ-ზე მიმდინარე საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი, რომლის ღირებულება 173 730 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.