Accentnews.ge
წილოსანი მოქალაქეს ადევნებაში ადანაშაულებს: გამოკითხვაზე ვარ დაბარებული

წილოსანი მოქალაქეს ადევნებაში ადანაშაულებს: გამოკითხვაზე ვარ დაბარებული

03/06/2024 12:50:34 პოლიტიკა

„ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "ადევნების შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული".

„ამ პატარა დაჯგუფებას უნდა, რომ ის რაც კანონით დასჯადია, ის, რაც ყველანაირი ნორმებით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე აქტივიზმში. გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით 5 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია. ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ. ფაქტია, რომ მათი მხრიდან წახალისების შედეგად, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. ზუსტად ის, რასაც აქამდე შემთხვევითობას აბრალებდნენ თითქოს გადაეყარნენ რომელიმე ჩემს კოლეგას და იქვე აქტივისტმა გამოხატა შეშფოთება და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი. ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი," - განაცხადა წილოსანმა.

საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს. „ვიდეოში, და დამატებით სახლის წინ არსებულ სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს, როგორ მელოდებოდა, ვიდრე ინტერვიუს დავასრულებდი და ჩართული კამერების გარეშე დავრჩებოდი მარტო, რომ დაშინება და მუქარა განეხორციელებინა. ამის შემდეგ დემონსტრაციულად ისევ დაარტყა ერთი წრე და სწორედ ამ დროს მოხერხდა გადაღება. დანარჩენს სხვა ვიდეოკამერები აღბეჭდავდნენ”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

"მთავარი არხის" ცნობით, იურისტი დავით კუპრავა მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დეპუტატს, რომელიც ჟურნალისტებთან იდგა დაუსიგნალა და დაუძახა, რომ მოღალატეა". მისი თქმით, "არანაირ ადევნებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია".

"ჩემს მეუღლეს მივაკითხე სამსახურში, მოვდიოდი სახლის მიმართულებით, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქალბატონი ნინო წილოსანი აძლევდა ინტერვიუს თავის პროპაგანდისტულ არხებს, მას შემდეგ რაც დავინახე, დავასიგნალე და დავუძახე, რომ არის მოღალატე, რაც სრულად ჯდება ჩემ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით, ეს იყო ჩემი შეფასება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე პირის მიმართ, მისი საქმიანობის მიმართ და ეს არ არის მარტო ჩემი შეფასება, ასე ფიქრობ ამ ქვეყნის უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, რაც დასტურდება ყოველდღიური მასშტაბური აქციებით. სახლში მისულს დამხვდა ქალბატონი ნინოს პოსტი, რომ თურმე მე მას ავედევნე, მის მიმართ ვახორციელებდი მუქარას, ძალადობას და ასე შემდეგ, ჩემთვის გასაგებია, რომ ქალბატონ ნინოს საერთოდ არ ესმის მუხლი და არ იცის რას ნიშნავს ადევნება და მუქარა, თუმცა მინდა შევახსენო, რომ ადევნება და მუქარა არის ის რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, გვიკეთებენ ჩვენ, ჩვენ გვიწევთ თავდაცვის საშუალებებით ვიმოძრაოთ, გადავაადგილეთ სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან სახლში, იმისთვის, რომ არ დაგვხვდნენ ვიღაც ტიტუშკები, არ გვცემონ", - ამბობს კუპრავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S