
IAEA: ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკოა
03/06/2024 16:53:53 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკო რჩება და ობიექტის ხელახალი ჩართვა უსაფრთხო არ არის.
"ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის შვიდივე პუნქტი სრულად ან ნაწილობრივაა ხელყოფილი",– აცხადებს გროსი.
ზაპოროჟიეს სადგური რუსეთის ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში.