Accentnews.ge
იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის გაუგზავნის

იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას SAMP/T-ის გაუგზავნის

04/06/2024 06:08:11 მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ რომი უკრაინაში კიდევ ერთი SAMP/T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს.

ეს ინფორმაცია ტაიანმა ტელეკომპანია RAI-თან ინტერვიუში დაადასტურა და თქვა, რომ ეს თავდაცვის სისტემა თავად უკრაინამ ითხოვა.

თავდაპირველად ინფორმაცია Reuters-მა და იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გაავრცელეს.

რა არის SAMP/T

ეს კომპლექსი განკუთვნილია როგორც მოძრავი მექანიზებული დანაყოფებისა და ჯარების საჰაერო თავდაცვისთვის, აგრეთვე მნიშვნელოვანი სტაციონარული ობიექტების დაცვისთვის ფართო კლასის საჰაერო სამიზნეების მასიური შეტევისგან, მათ შორის ტაქტიკური რაკეტების, ყველა ტიპის თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან.

SAMP/T-ის მიზნის აღმოჩენის დიაპაზონი 80 კმ-მდე, ხოლო ერთდროულად აღმოჩენილი სამიზნეების რაოდენობა 130-მდეა.

SAMP/T-ის აქვს მინიმალური რეაქციის დრო და სროლის მაღალი სიჩქარე: 8 რაკეტა 10 წამში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S