Accentnews.ge
უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება

უკრაინის მშვიდობის სამიტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაესწრება

04/06/2024 06:30:07 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინის სამშვიდობო სამიტს დაესწრებიან, რომელიც შვეიცარიაში 15 ივნისს გაიმართება.

ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორმა კირსტენ ალენმა განაცხადა, რომ ჰარისი გაემგზავრება შვეიცარიაში, რათა ხაზი გაუსვას ვაშინგტონის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს წესდების პრინციპებზე.

მისი თქმით, ჰარისი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ისინი იცავენ თავს რუსული აგრესიისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S