Accentnews.ge
მედია: რუსულ ბელგოროდში ტანკი ავტომობილს დაეჯახა, არის მსხვერპლი

მედია: რუსულ ბელგოროდში ტანკი ავტომობილს დაეჯახა, არის მსხვერპლი

04/06/2024 06:56:26 მსოფლიო

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ტანკი ავტომობილს დაეჯახა. შედეგად მსუბუქი მანქანის მძღოლი დაიღუპა,– წერს "მედუზა" ადგილობრივ ტელეგრამ–არხზე დაყრდნობით.

ირკვევა, რომ შემთხვევა 1 ივნისის ღამეს მოხდა. მოგვიანებით ვიდეოც გავრცელდა, რომელზეც დაღუპული მძღოლის ცხედარი ჩანს. თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ბელგოროდის ოლქის პოლიციის ანგარიშში აღნიშნულ დროს ავტოსაგზაო შემთხვევა რეგისტრირებული არ არის.

მედიის ცნობით, ტანკს, რომელიც მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამხედრო მართავდა. ტანკის ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამხედროები 3 კილომეტრის მოშორებით დააკავეს.

დაღუპულია ბელგოროდელი ანდრეი ალექსეევი. ის სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და ცვლის დასრულების შემდეგ საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა შინ.

დაღუპულის ქვრივი ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვთან შეხვედრას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S