
ყაზახეთმა "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
04/06/2024 07:01:24 მსოფლიო
ყაზახეთის ხელისუფლებამ "თალიბანი" ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 3 ივნისს გამოქვეყნდა.
"ყაზახეთმა "თალიბანის" რეჟიმი ტერორისტების სიიდან ამოიღო, რათა თანამედროვე ავღანეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გავიაზროთ, რომ ეს რეჟიმი გრძელვადიანი ფაქტორია." - ციტირებს ყაზახეთის ლიდერის კასიმ-ჟომარტ ტოყაევის სიტყვებს პრესსამსახური.
ტოკაევმა ეს განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა ავღანეთის აქტიური ჩართვა რეგიონთაშორის კავშირებში.
"პრეზიდენტმა სახელმწიფოებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ყაზახეთის ინიციატივას ალმათიში ცენტრალური აზიისა და ავღანეთის მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, გაეროს რეგიონული ცენტრის შექმნის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
27 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანი" შეიძლება ამოიღონ ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან.