
რაჭაში მიწისძვრა განმეორდა
04/06/2024 07:06:39 რეგიონები, საზოგადოება
რაჭაში დღეს დილით, 05:30 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ონთან, სოფელი ირი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე 02:03 საათზე ასევე ონში დაფიქსირდა 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.