
ისრაელმა კიდევ 4 მძევლის დაღუპვა დაადასტურა
04/06/2024 07:23:33 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ ღაზას სექტორში, "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი კიდევ 4 მძევლის – ხაიმ პერის, იორამ მეცგერის, ამირამ კუპერისა და ნადავ პოპლევერის სიკვდილს.
IDF აღნიშნავს, რომ მათი დაღუპვის გარემოებები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.
IDF-ის სპიკერის, კონტრადმირალ დანიელ ჰაგარის თქმით, მძევლები რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ჯერ კიდევ "ჰამასის" ხელშია. მძევლების დაღუპვის შესახებ ცნობის ოფიციალურად დადასტურება ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს და ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნას.
IDF აღნიშნავს, რომ იყენებს სხვადასხვა მეთოდებს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის დროს 250-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს და გადაიყვანეს ღაზას სექტორში. მათი ნაწილი დროებითი ზავის დროს გათავისუფლდა.
ისრაელის პრემიერის ოფისი მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება 124 მძევალი. ამასთან, ისრაელის ცნობებით, 41 დაღუპულია.