Accentnews.ge
ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში ჩავა მაკრონთან შესახვედრად

ზელენსკი 6 ივნისს საფრანგეთში ჩავა მაკრონთან შესახვედრად

04/06/2024 17:36:58 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში 6 ივნისს მიიღებს თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ ელისეის სასახლეში აცხადებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში უმასპინძლებს, რათა განიხილოს „უკრაინის საჭიროებები“ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე.

„იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები სტაბილურად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ორივე პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხება „უკრაინის მხარდასაჭერი კონფერენციის გაგრძელებას, რომელიც გაიმართა ელისეის მინდვრებზე 26 თებერვალს“, რომლის დროსაც მაკრონმა პირველად არ გამორიცხა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა.

მაკრონმა ზელენსკის ვიზიტი გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S