Accentnews.ge
თურქეთში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

თურქეთში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

04/06/2024 17:46:52 მსოფლიო

თურქეთში, კაისერის ბაზიდან აფრენის შემდეგ, საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„საჰაერო ძალების სარდლობის კუთვნილი SF-260D თვითმფრინავი, რომელიც აფრინდა კაისერის მე-12 მთავარი საჰაერო სატრანსპორტო ბაზიდან წვრთნისა და ტესტირების მიზნით, ჩამოვარდა გაურკვეველი მიზეზით“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მოგვიანებით გამოქვეყნდა შეტყობინება ორი პილოტის დაღუპვის შესახებ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

SF-260D თვითმფრინავები გამოიყენება თურქეთის საჰაერო ძალების ბაზაზე მფრინავების მომზადებისთვის KT-1 და T-38 თვითმფრინავებით ფრენამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S