
თეთრი სახლი: აშშ საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს
04/06/2024 19:32:36 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
"ეს ქმედებები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალი ზომები გაუადვილებს საიმიგრაციო სამსახურებს რეაგირებას:
„ამ ზომებით იუსტიციის დეპარტამენტს საშუალება ექნება, უფრო სწრაფად განიხილოს საქმეები, ხოლო შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს შეეძლება იმ პირთა აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაძევება, რომელთაც არ გააჩნიათ კანონიერი საფუძველი, იმყოფებოდნენ ქვეყანაში“.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ზომები დროებითია და როგორც კი იმ მიგრანტების რაოდენობა უსაფრთხო დონემდე შემცირდება და პროცესის მართვა შესაძლებელი გახდება, მოიხსნება.