Accentnews.ge
შეერთებულმა შტატებმა Minuteman III გამოსცადა

შეერთებულმა შტატებმა Minuteman III გამოსცადა

04/06/2024 19:46:00 მსოფლიო

აშშ-ის სამხედროებმა გამოსცადეს Minuteman III კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არ იყო აღჭურვილი ქობინით. გაშვება მოხდა 4 ივნისის დილით, კალიფორნიაში, ვანდენბერგის საცდელი მოედნიდან. ამის შესახებ სამხედრო ბაზის პრესსამსახურში განაცხადეს.

მოხსენებაში აღწერილია დღევანდელი ცდა, როგორც რუტინული ძალისხმევის ნაწილი, რათა აჩვენოს, რომ აშშ-ის ბირთვული შემაკავებელი საშუალება არის „უსაფრთხო, საიმედო და ეფექტური 21-ე საუკუნის საფრთხეების შესაკავებლად“ და ვაშინგტონის მოკავშირეების დასამშვიდებლად.

ვანდენბერგის ბაზის პრესსამსახურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ტესტი არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან.

აშშ-ის კოსმოსურმა სარდლობამ მაისის ბოლოს გამოაცხადა Minuteman III კონტინენტთაშორისი რაკეტების ორი დაგეგმილი გაშვება. მეორე გამოცდა 6 ივნისს არის დაგეგმილი.

შეერთებულმა შტატებმა შეატყობინა რუსეთის მთავრობას გამოცდის შესახებ არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.

Minuteman III არის მყარი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის დიაპაზონი დაახლოებით ცხრანახევარი ათასი კილომეტრია, რომელიც ემსახურება შეერთებულ შტატებს 1970 წლიდან. ბოლოს გამოცდა გასული წლის შემოდგომაზე ჩატარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაისში განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნებს ჩაატარებს. უწყებამ მანევრებს უწოდა პასუხი "დასავლური ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარაზე".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S