შალვა პაპუაშვილი – გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის პოზიციის შესახებ: ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

05-06-2024 12:26:21 პოლიტიკა

ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პოზიცია, რომელმაც რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები