
ცაჰკნა: ნიღბები ჩამოხსნილია, "აგენტების კანონი" არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს
05/06/2024 09:21:54 ციტატა
„ნიღბები ჩამოხსნილია. "უცხოური აგენტების" კანონით საქართველო მიდის არა ევროკავშირისკენ, არამედ პირიქით. კანონი არის მიმართულების შეცვლის სიმბოლო და ის მოიტანს შედეგებს. ეს არის ის, რასაც ხაზს ვუსვამდი საუბრისას", –ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მარგუს ცაჰკნა ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად 15 მაისს თბილისში იმყოფებოდა.