Accentnews.ge
სლოვენიამ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სლოვენიამ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

05/06/2024 10:10:31 მსოფლიო

სლოვენიამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

ქვეყნის 90-წევრიან პარლამენტში გადაწყვეტილებას 52–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხის გადაწყვეტამდე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელმაც პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ "პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება იმედის მიმცემია ღაზას სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პალესტინელი ხალხისთვის".

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სლოვენიის გადაწყვეტილებას "ჰამასისთვის საჩუქარი“ უწოდა.

მაისში პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარეს ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ. პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S