Accentnews.ge
უკრაინა: სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 61 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს

უკრაინა: სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 61 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს

05/06/2024 15:23:26 მსოფლიო

უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრი კოსტინის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 61 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.

მისი თქმით, "ეს არის უკრაინის ხელისუფლების დადასტურებული მონაცემები".

"61 სამხედრო მოსამსახურის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ფაქტებზე 27 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, კიდევ რამდენიმე სასამართლოშია", – განაცხადა მან.

კოსტინის თქმით, "ყველა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი არაადამიანურ პირობებში იმყოფება, ბევრს აწამებენ და სცემენ, მაგალითად, უკრაინული ენის გამოყენების გამო და უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე".

კოსტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის 15 რეგიონში გამოვლინდა, სულ მცირე, 25 ობიექტი, სადაც, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, სისტემატურად ხდება უკრაინელი სამხედრო პერსონალის შეურაცხყოფა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S