Accentnews.ge
როსტოვის ერთადერთ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

როსტოვის ერთადერთ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

06/06/2024 05:58:36 მსოფლიო

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ქვეყნის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

წუხელ რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამ–არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარია.

"ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 120 მეხანძრე", – დაწერა მან.

მოგვიანებით, გოლუბევმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთი შეტევის გამო ხანძრის ქრობის პროცესი დროებით შეაჩერეს.

გამთენიისას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

2022 წლის ზაფხულიდან ამ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო. სულ ბოლოს 2024 წლის მარტსა და აპრილში. მარტში, დრონებით დარტყმის შემდეგ, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა გოლუბევმა განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“.

მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეს ობიექტები სამიზნედ აქვს გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S