
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 18 დრონიდან 17 გაანადგურეს 4 ოლქში
06/06/2024 06:08:50 მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 18 დრონით და „ისკანდერ-ემ“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.
მათი ცნობით, უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს.
იუწყებიან, რომ დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი - ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა.