Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი: სტაროოსკოლსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარია

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი: სტაროოსკოლსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე ხანძარია

06/06/2024 06:05:03 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის სტაროოსკოლსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან.

ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ ტელეგრამ–არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს გაუჩნდა ხანძარი.

მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოხდა.

როგორც იგი წერს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მხოლოდ 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას ეს ობიექტები სამიზნედ აქვს გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S