Accentnews.ge
რომელი სახელმწიფოები გახდებიან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები

რომელი სახელმწიფოები გახდებიან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები

06/06/2024 07:17:39 მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახალი დროებითი წევრები დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გახდებიან, - იტყობნება Associated Press.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს ხუთ ახალ დროებით წევრს ფარული კენჭისყრის შედეგად, ორწლიანი ვადით დღეს, 6 ივნისს აირჩევს.

გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული სახელმწიფოები უშიშროების საბჭოში ადგილს 2025 წლის 1 იანვრიდან დაიკავებენ და მოზამბიკს, იაპონიას, ეკვადორს, მალტასა და შვეიცარიას ჩაანაცვლებენ.

დანია, საბერძნეთი, პაკისტანი, პანამა და სომალი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს და გასულ წელს არჩეულ ხუთ დროებით სახელმწიფოს - ალჟირს, გაიანას, სამხრეთ კორეას, სიერა ლეონესა და სლოვენიას შეუერთდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S