
როთი: "ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები"
06/06/2024 08:22:18 ციტატა
"ძვირფასო ქართველებო, გმადლობთ რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ - ეს ყოველივე კარგად ვიცი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპულ პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!", – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021