Accentnews.ge
შსს: „ყაზბეგმა" მუშაობა განაახლა

შსს: „ყაზბეგმა" მუშაობა განაახლა

06/06/2024 10:09:48 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა.

შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია", – ნათქვამია შსს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S