Accentnews.ge
შოლცი გერმანიაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დეპორტაციას მხარს უჭერს

შოლცი გერმანიაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დეპორტაციას მხარს უჭერს

06/06/2024 11:05:27 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების დეპორტაციას ისეთ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოების მდგომარეობა მძიმედ ითვლება.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ დეპორტაციის წესები გაძლიერდება.

„ასეთი დამნაშავეები უნდა დეპორტირდნენ, თუნდაც ისინი იყვნენ სირიიდან და ავღანეთიდან“, - თქვა შოლცმა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევებში გერმანიის უსაფრთხოება გადაწონის თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს.

"ზიზღს იწვევს, როცა ვიღაც, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, დანაშაულს ჩაიდენს, ასეთი პირები უნდა დეპორტირდნენ", - თქვა შოლცმა.

მისი თქმით, ამ მიდგომის პრაქტიკულ განხორციელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთან.

”ვინც განადიდებს ტერორიზმს, ეწინააღმდეგება ჩვენს ყველა ფასეულობას, უნდა იქნეს დეპორტირებული,” - დასძინა კანცლერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S