
კობახიძე: გვაქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ
06/06/2024 11:49:03 ციტატა
"ჩვენ ძალიან მყარი რეიტინგი გვაქვს, დაახლოებით ეს არის ხოლმე 60%, ყოველ ჯერზე ფიქსირდება ძალიან მაღალი [რეიტინგი], ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ დაჯგუფდება ოპოზიცია. ასეც და ისეც, ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საზოგადოების მყარი მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.