Accentnews.ge
პარიზის პოლიციამ ტერაქტის მზადებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

პარიზის პოლიციამ ტერაქტის მზადებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავა

06/06/2024 12:06:33 ევროპა

პარიზის პოლიციამ, პარიზის გარეუბანში, შარლ დე გოლის აეროპორტის სიახლოვეს რუსეთის და უკრაინის ორმაგი მოქალაქე დააკავა, რომელის, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმას გეგმავდა.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციის ოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციამ ოპერაცია აეროპორტთან მდებარე სასტუმროს ოთახში ჩაატარა, საიდანაც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო მასალები და იარაღები ამოიღეს. ასევე, დაკავებულის ოთახში პოლიციამ იპოვა რამდენიმე ყალბი პასპორტი და მსუბუქი იარაღი.

როგორც იუწყებიან, დაკავებული 26 წლის კაცი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონშია დაბადებული. მედია წერს, რომ ის რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S