
ბაიდენი: უკრაინას არ მივატოვებთ
06/06/2024 16:52:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80-ე წლისთავის ღონისძიებაზე თქვა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ დანებდება რუსეთის აგრესიას.
მან პარალელი გაავლო მოკავშირეთა ბრძოლასთან ევროპის ნაცისტური გერმანიისგან გასათავისუფლებლად.
მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ნატო უკრაინას "ზურგს არ შეაქცევენ" და არ მიატოვებენ.
"მყარად იცოდეთ: ჩვენს თავს არ დავხრით, ვერ დავნებდებით ტყვიებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას თუ გავაკეთებთ, თავისუფლება იქნება დამორჩილებული, საფრთხე შეექმნება მთელს ევროპა" - თქვა ბაიდენმა.
ღონისძიებას მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სხვა სტუმრებთან ერთად იქ იმყოფებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III.