Accentnews.ge
უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული ხუთივე რაკეტა და 53 დრონიდან 48 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: რუსეთის მიერ გაშვებული ხუთივე რაკეტა და 53 დრონიდან 48 ჩამოვაგდეთ

07/06/2024 06:12:28 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის გამოიყენა 53 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა,- იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკმა.

მისი ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

ოლეშჩუკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ხუთივე რაკეტა და 48 დრონი.

კიევის საოლქო სამხედრო-ადმინისტრაციის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. არავინ დაშავებულა.

სულ მცირე 2 ადამიანი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია 15-მდე კერძო სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S