Accentnews.ge
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს

ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს

07/06/2024 06:14:52 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ წითელ ზღვაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, „ჰუსიტების“ რვა დრონი და ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, მისმა ძალებმა ასევე წარმატებით მოიგერიეს იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული დრონი და ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა.

ზიანის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S